თბილისის საკრებულოში ხმაური იყო - საკრებულოს წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების გარდა იყო გაწევ-გამოწევა. დაპირისპირებაში "ქართული ოცნების" და ოპოზიციის წევრი დეპუტატები მონაწილეობდნენ.
დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგედიის საკითხზე დაწყებულ კამათს მოჰყვა.
ოპოზიციამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე არ მივიდა და ტრაგედიის შესახებ მათ კითხვებს არ უპასუხა.
უმრავლესობის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ოპოზიცია ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზირებას ცდილობს და ტრაგედიით სპეკულირებს.დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.