ორბელიანების სასახლეში დიპლომატის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ელჩები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები ესწრებოდნენ.
სასახლეში ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტაციის გამოფენა "ქართული დიპლომატიის მეხსიერება" გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.