26 აპრილი 2024,   23:24
ვრცლად
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი იპოვეს

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. როგორც ჩვენთვის  ხდება ცნობილი, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებამ გამოიწვია. მასთან ერთად იმყოფებოდა მეორე პირი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია - ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ წუთებში, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები