საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილს ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული.
"ჯერჯერობით ცენტრ "ემპათიის" დასკვნა არავის უნახავს, ეს დასკვნა უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. მას შემდეგ, რაც იარსებებს ეს დასკვნა, მხარეებს შეუძლიათ, რომ მიმართონ სასამართლოს იმ ფაქტის დასადასტურებლად, არის თუ არა ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმე, რომ არ შეესაბამებოდეს სასჯელის მოხდის მიზნებს, შემდგომში ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ და არა იუსტიციის მინისტრმა ან იუსტიციის სამინისტრომ. ამ ადამიანს აქვს ყველა პირობა შექმნილი იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული და მისი ეს შესაბამისი უფლებაც იყოს უზრუნველყოფილი. ის იმყოფება შესაბამის კლინიკაში," - თქვა ბრეგაძემ.