15 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
საქართველოს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

"აღსანიშნავია, რომ იან ლიპავსკის საქართველოში ვიზიტი ხორციელდება ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მორიგი გამოხატულებაა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. იან ლიპავსკი, ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას," - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დღის ამბები