15 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრმა ბრიუსელში გამართული შეხვედრები შეაფასა

ეკონომიკის მინისტრმა ბრიუსელში გამართული შეხვედრები შეაფასა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, განიხილეს ეკონომიკის ყველა სექტორული მიმართულება და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი, ასევე პროგრესი იმ მიმართულებებში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს და მის ინტეგრაცია უწყობს ხელს.

როგორც დავითაშვილი აცხადებს, ასევე განხილული იყო ევროკავშირთან ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა, რაც პრიორიტეტულია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის.

"ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკის ყველა სექტორული მიმართულება და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლების სხვადასხვა ასპექტი, პროგრესი იმ მიმართულებებში, სადაც საქართველოს აახლოებს ევროკავშირთან და საქართველოს ინტეგრაციის პროცესს უწყობს ხელს. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო 12 პრიორიტეტი, დეტალურად განვიხილეთ ის პროექტები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან გააჩნია. ეს არის ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა, კავშირ-გაბმულობის სფეროში, სავაჭრო მიმართულებით ევროპასთან თანამშრომლობა - ეს ყველაფერი საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ევროკავშირთან," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები