15 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
ევროკომისრის პოზიტიური გზავნილები და ოლივერ ვარჰეიზე გაბრაზებული ოპოზიცია - რატომ გახდა ის მიუღებელი ხელისუფლების ოპონენტებისთვის

ოპოზიცია ევროკომისარზეა გაბრაზებული. პარტიების ნაწილმა, ოლივერ ვარჰეის კრიტიკა, მისი თბილისში ვიზიტის პირველივე დღეს დაიწყო. პრეტენზიებმა დღეს კიდევ უფრო იმატა. ევროკომისარს ეთნიკური წარმომავლობა შეახსენეს და მის განცხადებებს რეალობას აცდენილიც კი უწოდეს. იყო ფრაზები - მოსყიდული და კრემლის წარგზავნილი. ხელისუფლების შექება ევროკომისარს ძვირი დაუჯდა.

ოპოზიციის სქემა ასეთია - ვარჰეი ორბანის პარტიაშია, ორბანი პუტინის მოკავშირეა, ის გარიყულია ბრიუსელში და მისი პოზიცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში ვერაფერს გადაწყვეტს.

ევროკომისრის ვიზიტის შეფასებისას დღეს ყველაზე შორს შალვა ნათელაშვილი წავიდა. "ლეიბორისტების" ლიდერი, რომელიც დიდი ხანია თავის ტრიბუნასთან არ გამოჩენილა, უნგრელი დეპუტატებისგან ვიქტორ ორბანის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადაყენებასაც მოითხოვს.

იმ დროს კი, როდესაც ოპოზიცია ევროკომისრის კრიტიკით იყო დაკავებული, ოლივერ ვარჰეი კახეთში ბრიუსელის დაფინანსებულ პროექტებსა და ადგილობრივ კულინარიას ეცნობოდა. ევროკომისარმა საქართველო ისე დატოვა, რომ ოპოზიციისთვის არ უპასუხია. პასუხები მის ნაცვლად ოპონენტებს მმართველმა პარტიამ გასცა. ვიზიტის ბოლოს ვარჰეიმ საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ევროპაში საქართველოს არჩევანისა და გზავნილის მისაღებად მზად არიან.

დღის ამბები