სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრებს შორის. ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ერთმანეთს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე მიულოცეს.
ადინისტრაციის ცნობით, კოლეგებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აზერბაიჯანს შორის პარტნიორული ურთიერთობების მაღალ დონეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე. საქართველოს პრემიერმა კოლეგა თბილისში მოიწვია.