15 ნოემბერი 2024,   03:10
ვრცლად
სააკაშვილის დაწერილია თუ არა ფეისბუკპოსტი, გავარკვევ, არ აძლევს მას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის შესაძლებლობას, რომ პოსტები აქვეყნოს - შალვა ხაჭაპურიძე

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო. მიზეზი კვლავ ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა მოწამვლის შესახებ თემას სპეკულაცია უწოდა და სოციალურ ქსელში მისი სახელით განცხადება გავრცელდა, თემამ ადვოკატებშიც გაუგებრობა გამოიწვია.

შალვა ხაჭაპურიძემ "ფეისბუკ" სტატუსის ავტორის ვინაობაში ეჭვიც კი შეიტანა.

"როდესაც ამერიკელი ექსპერტები ჩამობრძანდნენ, მათ მიერ იქნა აღებული ანალიზი, ჩამოვიდა პასუხი, რომ მიხეილ სააკაშვილს გარკვეული მინერალები აღენიშნება. ჩვენს მიერ არასოდეს გაჟღერებულია, რომ, შესაძლებელია მოწამვლა. თუმცა მინერალები მას ორგანიზმში შესაძლოა სხვადასხვა მედიკამენტისგან ჰქონდეს. რამდენიმე წამალი მიეწოდება ისეთი, რომელიც ჩვენი აზრით არ უნდა მიეწოდებოდეს. მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა "ფეისბუკ" პოსტი, მაგას რამდენიმე წუთში გავარკვევ. არ აძლევს მას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის შესაძლებლობას, რომ პოსტები აქვეყნოს,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

კომენტარი "ვივამედთან" გააკეთა გიული ალასანიამაც, ისიც ადვოკატების მსგავსად, ექსპრეზიდენტის მოწამვლის ეჭვს გამოთქვამდა.

"არ არის ამ თემებზე სპეკულაციები საჭირო. სანამ ოფიციალურად არ იქნება ცნობილი რაღაც, არაფერი არ შემიძლია ვთქვა,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია. 

დღის ამბები