15 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ძალიან მკაფიო ხდება რა არჩევანი გააკეთა "ქართულმა ოცნებამ", ისინი სინქრონში არიან რუსეთთან - გიორგი ვაშაძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველ ძალას სურს საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი ეჭვქვეშ დააყენოს. ამ სიტყვებით, გიორგი ვაშაძე  ანა ფოტიგას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ევროპარლამენტარი ამბობს, რომ საქართველო ეკუთვნის კოლექტიურ დასავლეთს, ქსელი, რომელიც ცდილობს ქვეყანა რუსული გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს, უნდა გამოაშკარავდეს.

"ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ძალიან მკაფიო ხდება რა არჩევანი გააკეთა "ქართულმა ოცნებამ". ისინი სულ სინქრონშია  რუსეთთან, ცდილობენ გადაგვამტერონ ევროპას და ამერიკას იმისთვის, რომ პირისპირ დაგვტოვონ რუსეთთან და ძლიერი საქართველოს იდეის ნაცვლად, რომელის ადგილიც ევროკავშირშია იყოს სუსტი, ოლიგარქიული, პროვინციული  ქვეყანა, რომელიც იქნება ჩიხი და რომელსაც ვერ ექნება ვერანაირი პერსპექტივა,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

ამასთან, ევროდეპუტატი აღნიშნავს, რომ შემდეგ კვირას ონლაინ კონფერენციას გამართავს თემაზე ოლიგარქი - რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი. მონაწილეებს შორის არიან რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო, იან კელი, დევიდ კრამერი, თორნიკე გორდაძე და მამუკა მამულაშვილი.

ევროპარლამენტარის ეს კრიტიკული შეფასება ყურადღების მიღმა არც მმართველ გუნდს დარჩენია. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, ეს არის "ნაციონლური მოძრაობის" და რადიკალური ოპოზიციის ლობისტების მორიგი თავდასხმა საქართველოზე. ღონსიძეიბაში მონაწილეობენ ის ადამიანები, რომლებსაც სურთ მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ადანაშაულებენ სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში.

დღის ამბები