15 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ - ასე აფასებს რატი იონათამიშვილი რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს და განცხადებებს

ევროპარლამენტარის განცხადება შეაფასეს მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" და რადიკალური ოპოზიციის ლობისტების მორიგი თავდასხმა საქართველოზე.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს საზოგადოებაში ფასი არ გააჩნია. 

"ფოტიგაცკრამერიცგონჩარენკოც და სხვებიც არიან ის ადამიანები, რომელიც ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ სინამდვილეში არა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით, არამედ  პირდაპირ საქართველოს ომში ჩართვით არიან დაკავებულები. ასევე არაკეთილსინდისიერად იყენებენ საკუთარ პოზიციებს.

მაშინ, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაციაზე არის საუბარი და საქართველოში ერთი დესტრუქციული და რადიკალური პარტიის პოზიციის მხარდამჭერები არიან ხოლმე და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოდიან. შესაბამისად მათ ერთობას არანაირი ფასი ჩვენი საზოგადოებისთვის არ აქვს. ეს როგორც, ჩანს არის კიდევ ერთი ნაწილი ჰიბრიდული ომისა საქართველოს წინააღმდეგ,"-აცხადებს რატი იონათამიშვილი. 

დღის ამბები