პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიხილავთ განცხადებებს და მოწოდებებს ივანიშვილის დასანქცირების თაობაზე. გიორგი ამილახვარი ამბობს იმასაც, რომ მათთვის არანაირი გავლენა და ფასი არ აქვს რადიკალების განცხადბებს.
"ეს არის იმ ოდიოზური ევროპარლამენტარების და მათი მესვეურების ხაზი გაგრძელება, რომელიც აქამდე არაერთხელ გვინახავს. სამწუხაროდ გარკვეული პუნქტები და მათი მოსაზრებები რეზოლუციებში გვხვდება, რომელსაც პირდაპირ ვამბობთ, რომ ჩვენთვის არანაირი გავლენა და ფასი ასეთ განცხადებებს, შეკრებებს, მიღებულ რეზოლუციებს არ აქვს.
იმ კონტექსტის უკანა სადაც არ დგას ობიექტური სიმართლე და არ არის მტკიცებულებები- ეს არის მხოლოდ გარკვეული ჯგუფის მიერ, მათ შორის ევროპარლამენტარების მიერ დალობირებული, მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობილი საკითხები. ვნახავთ სერიას, თუ როგორ იქნება მოწოდებები, რომ უნდა მოხდეს დასანქცირება ივანიშვილის და სხვადასხვა პირების და უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია, რომელ ნარატივსაც ბოლო თვეების განმავლობაში უწყვეტად ვისმენთ,"-აცხადებს გიორგი ამილახვარი.