15 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
ვენეციის კომისიის ვებგვერდზე უკრაინის მიერ გაგზავნილი კანონი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" ხელმისაწვდომია

უკრაინის მიერ გაგზავნილი კანონი "დეოლიგარქიზაციის შესახებ", რომლის უკან გაწვევაზეც საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საუბრობდა, ვენეციის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია, ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისია ჯერ კიდევ იანვარში აცხადებდა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე დასკვნის პროექტი მზად არის და კომისიას დასამტკიცებლად მიმდინარე წლის მარტის სესიაზე უნდა წარდგენოდა.

"ვენეციის კომისიის ბიურომ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის თავიდან აცილების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან პოლიტიკური წონის მქონე პირების (ოლიგარქების) გადამეტებულ ზემოქმედებასთან, განსახილველად და მისაღებად წარდგენილი იქნება 130-ე პლენარულ სესიაზე (2022 წლის 18-19 მარტი)“, - წერია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღის ამბები