15 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
არავის უკან დასადგომი მერაბიშვილს არაფერი სჭირს და თუ გადაწყვეტს ვინმეს გვერდზე დგომას, ის ამას აუცილებლად გააკეთებს - კირკიტაძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება წევრების მხრიდან. მას შემდეგ, რაც პეტრე ცისკარიშვილმა ღიად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილი მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს, დღეს პარტიის წევრების ნაწილი, ამბობს რომ მერაბიშვილის პერსონის წამოწევა პროცესში ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად დარჩება ოპოზიციაში. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ თუკი ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტს ვინმეს გვერდზე დგომას, ის ამას აუცილებლად გააკეთებს. 

"არავის უკან დასადგომი ვანო მერაბიშვილს არაფერი სჭირს და მეორე, თუ ის გადაწყვეტს ამ განცხადების გაკეთებას და ვინმეს გვერდზე დგომას, ის ამას აუცილებლად გააკეთებს. რაც შეეხება მათ რაღაც მოგონილ და შეთხზულ ამბებს, თქვან პირდაპირ და ღიად, მათ მოსწონთ ის როგორ მდგომარეობაშიც არის დღეს ნაციონალური მოძრაობა და კი ბატონო, აქვთ არჩევანი. ხატავენ აპოკალიფსს და მე ურჩევდი დამშვიდდნენ." - აცხადებს დავით კირკიტაძე.

აქვე, კირკიტაძე ბაჩო დოლიძის განცხადებას ეხმიანება, სადაც "ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი ამბობს, რომ "თუკი ვანო მერაბიშვილს მოვიაზრებთ პარტიის წინა პოზიციაზე, ეს იმას ნიშნავს რომ "ენმ“ მუდმივად ოპოზიციაში იქნება." 

"საინტერესოა, ბაჩო დოლიძეც იმ ხელისუფლების წარმომადგენელი იყო და თავის თავს თუ მიიჩნევს წარმატებულად, ეგ გვითხრას. 

რაშიც მინდა დავეთანხმო ხატიას [დეკანოიძე] არის ის, რომ მას სულ აქვს კარგი სურვილები. თუ აქვს სურვილი, მანაც დააყენოს თავის კანდიდატურა და შესაბამისი მხარდაჭერაც ექნება დარწმუნებული ვარ,“ - აცხადებს დავით კირკიტაძე.

მანამდე ხაბეიშვილის წინააღმდეგ ხატია დეკანოიძე გამოვიდა და თქვა, რომ თუ პარტია აღარ იტყვის ახალ სიტყვას პოლიტიკაში, შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვოს.

დღის ამბები