15 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
"ჩემი მიზანია მხილება ამ პარტიაში არსებული ჭაობის, პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ სუფთა ადამიანები" - ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ისაუბრა. გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ ენმ-ში პროცესები გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს და აცხადებს, რომ მისი ამხილოს პარტიაში არსებული "ჭაობი."

"პარტიაში დაინერგება ფინანსური გამჭვირვალობის ახალი მოდელი. ყოველ 3 თვეში პარტია წარადგენს ფინანსურ ანგარიშს, ეს იქნება ელექტრონული ანგარიში, რომელზეც წვდომა ექნება ყველა ადამიანს, თუ სად იხარჯება თითოეული თეთრი. 

ჩემი მიზანია მხილება ამ პარტიაში არსებული ჭაობის. პოლიტიკა უნდა იყოს საჯარო, პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ სუფთა ადამიანები. 

ზოგადად, არანაირი არაფორმალური ჩართვა არ არის მისაღები, გასცეს ღიად პასუხი კითხვებს ყველა მხარემ, თუ დავით კეზერაშვილში არის პრობლემა, მაშინ მე მაქვს კითხვა - რატომ ჰქონდა ურთიერთობა 7-8 თვის წინ თვითონ ნიკა მელიას.

თუ ფორმალური შეფერხება არ მქონდა, მე არ მოვხსნი კანდიდატურას, ეს აბსურდია.“ - აცხადებს გიორგი მუმლაძე.

დღის ამბები