22 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
როგორია მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც დედათა მონასტერში ფიზიკურად გაუსწორდნენ

მონაზონი, რომელსაც ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ის თავდაპირველად, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა გუშინ, საჭირო გახდა მისი  თბილისში გადმოყვანა. 

პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ მონაზონი რეანიმაციულ განყოფილებაში არ მკურნალობს.

დღის ამბები