20 აპრილი 2024,   03:48
ვრცლად
უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოვის "ამხანაგებისგან" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოვის "ამხანაგებისგან", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ყოველდღიურ ვიდეო-მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელები გააკეთებენ ყველაფერს, რომ აღადგინონ ოკუპანტების მიერ დანგრეული ყველა შენობა და ობიექტი.

უკრაინის პირველი პირის თქმით, რუსებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხერსონის ოლქის 30 დასახლებული პუნქტის მიმართულებით 258-ჯერ გაისროლეს.

"ოკუპანტები კვლავ აგრძელებენ ხერსონისა და ოლქის სხვა დასახლებების დაბომბვას. ბოლო ერთ კვირაში მტერმა 258-ჯერ ისროლა ხერსონის რაიონის 30 დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მათ არაფერი შეუძლიათ, გარდა განადგურებისა. რასაც ისინი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აკეთებენ, არის შურისძიების მცდელობა იმისთვის, რომ უკრაინელებმა არაერთხელ დაიცვეს მათგან საკუთარი თავი. უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოვის "ამხანაგებისგან". ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ოკუპანტების მიერ დანგრეული ყველა ობიექტი, ყველა სახლი, ყველა საწარმო," - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები