27 აპრილი 2024,   08:05
ვრცლად
სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, მძიმე პერიოდის სასიამოვნო სიახლე- საქსტატის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკამ ბოლო 10 თვეში 10%-ი შეადგინა 

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ისევ დადებითია, სტატისტიკის სამსახურის ახალი მონაცემებით ქვეყნის ეკონომიკა ბოლო 10 თვეში 10%-ია. ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრების ზრდა და ორნიშნა მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ისეთი სფეროების განვითარებამ როგორიცაა, მშენებლობა, სატრანსპორტო გადაზიდვები, მძიმე მრეწველობა, ტურიზმი და ექსპორტ-იმპორტი. მთავრობის ეკონომიკური გუნდის პროგნოზით ორნიშნა მაჩვენებელი რომელიც მინიმუმ წლის ბოლომდე შენარჩუნდება გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაზეც მოახდენს.

ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციები საბიუჯეტო ხარჯებს გაზრდის და დეფიციტს შეამცირებს - ამ საკითხზე საუბრობს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი სელიმ ჩარიკი, რომლის განმარტებით მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, მომდევნო წლის ბიუჯეტში კონკრეტულ დადებით შედეგებს მოიტანს.

ორნიშნა მაჩვენებელი კარგია, თუმცა სტაბილური და გრძელვადიანი არ არის - ეს შეფასება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ეკუთვნით. მათი თქმით, ეკონომიკური ზრდის ეფექტი ერთჯერადია, რადგან ის საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაზრდილ ნაკადს უკავშირდება.

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი ისეთი დარგების განვითარებამ შეიტანა, როგორიცაა: მშენებლობა, ტრანსპორტი, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები, გართობა და დასვენება. "ქართული ოცნება" აქცენტს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე აკეთებს და ეკონომიკური ზრდის შედეგად საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდილ მაჩვენებელს, დადებით შეფასებას აძლევს.

მძიმე პერიოდის სასიამოვნო სიახლე, საქართველოს ეკონომიკა, ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას გამოცემა "ევროაქტივი". სტატიაში ნათქვამია, რომ ევროპაში დაწყებული ეკონომიკური უკუსვლით, საჯარო ფინანსების მზარდი დეფიციტით, ვალებით და ევრაზიის რეგიონში არსებული არასტაბილურობით გამორჩეულ რეგიონში, არსებობს ქვეყანა საქართველო, რომელიც ამ ტენდენციის საწინააღმდეგო მიმართულებით ვითარდება.

ანალიტიკოსები საქართველოში ეკონომიკურ ზრდის ორნიშნა საპროგნოზო მაჩვენებელს წლის ბოლომდე ელოდებიან.


დღის ამბები