15 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ქართული დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს

ქართული დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. შეხვედრები გაიმართება ბუნდესტაგში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის მთავარი მიზანი გერმანიის მხარდაჭერის მოპოვებაა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში. საპარლამენტო დელეგაცია უკვე შეხვდა გერმანიის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც.

"საპარლამენტო დიპლომატიის ფორმატის ფარგლებში გავმართავთ შეხვედრებს ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის სამეგობრო ჯგუფის წარმომადგენლებთან. ასევე, შედგება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრები, განსახილველი საკითხები არის ასევ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება და ასევე, მხარდაჭერის მიღება ჩვენი კოლეგებისგან,“ - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილი.

დღის ამბები