მკვლელობა ამბროლაურში - სოფელ მეორე ტოლაში მეზობლემა მეზობელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, თანასოფლელელები ტყეში წავიდნენ, სადაც კონფლიქტი მოხდა.
ერთ-ერთმა პირმა მეზობელი დანით მოკლა და ადგილიდან მიიმალა. არსებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის სამართალდამცბელები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.