27 აპრილი 2024,   01:53
ვრცლად
რიაზანის სამხედრო ბაზების შემდეგ, კიევმა კურსკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა - ბოლო ცნობები უკრაინიდან

უკრაინის თავდაცვის ძალები მტერს დონეცკის და ლუგანსკის ოლქში უტევენ. მძიმე ბრძოლებია ბახმუტის, ანდრეევკას და იაკოვლევკას ტერიტორიებზე. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სახმელეთო კომპონენტებთან ერთად ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობს ავიაცია.

დონეცკის ოლქში მასშტაბური უმისამართო დაბომბვის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, კრიტიკულ მდგომარეობაშია 11. ცეცხლი უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოკუპირებული მაკეევკიდან გახსნეს, რასაც აგრესორი ძალა უარყოფს. 

ოკუპანტების ინტენსიური ცეცხლის ქვეშაა ზაპოროჟიეც. ოლქის საცხოვრებელ უბნებს და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აგრესორი რაკეტებს მეორე დღეა ესვრის. 

50-ზე მეტი ჭურვი ისროლეს ნიკოპოლში. განადგურებულია 10 საცხოვრებელი სახლი, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილი. დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ 9000-ზე მეტი ოჯახი დენის, წყლის და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. 

რუსეთის ე.წ "მშვიდობას" უკვე შეეწირა 443 უკრაინელი ბავშვი. განახლებულ სტატისტიკას გენერალური პროკურატურა აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, გაიზარდა დაშავებულ არასრულწლოვანთა რიცხვიც.

დღის ამბები