საარჩევნო კოდექსზე ვენეციის კომისიის წინასწარი შეფასების შემდეგ პარლამენტი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვებს იწყებს. კანონმდებლები საკითხზე ხვალ იურიდიულ საქმეთა კომიტეტზე იმსჯელებენ. მანამდე კი დეპუტატები თემას დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე გაივლიან.
უმრავლესობის ინფორმაციით, დასკვნა დადებითია და პარლამენტი წარმოდგენილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. პირველი მოსმენით კანონპროექტი პარლამენტმა 5 ოქტომბერს მიიღო, რის მერეც ცვლილებები ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.