27 აპრილი 2024,   01:17
ვრცლად
უკრაინელი ხალხი შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს - მადლობის სიტყვებით, მადლიერების გრძნობით, მადლიერების ცრემლებით - ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში ვიზიტის შემდეგ ვიდეომიმართვას ავრცელებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროებს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გამბედაობისა და გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

"უკრაინელი ხალხი შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს - მადლობის სიტყვებით, მადლიერების გრძნობით, მადლიერების ცრემლებით. მადლიერი ვარ ჩვენი ჯარის თითოეული მეომრის. მადლიერი ვარ ყველა ექიმისა და ექთნის, ვინც დაჭრილი გმირები გადაარჩინა. ყველა იმ ადამიანის, ვინც აძლიერებს თავდაცვას და უკრაინელ მეომრებს აწვდის ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეს დღე უკრაინის მცველებთან ერთად გავატარე. ვიყავი დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში. მადლობა გადავუხადე მებრძოლებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ყველაზე სახიფათო და საპასუხისმგებლო მიმართულებებზე იცავენ," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები