20 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი იუბილეს აღნიშნავს

მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება მუზეუმის ისტორიასა და ფოტოგამოფენას გაეცნო. სტუმრებს შორის იყო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრიც.

საიუბილეო წლის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობასთან ერთად, დამზადდა საპატიო მედალი - ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობის სიმბოლო და ის თეა წულუკიანს გადაეცა.

დიდი აზერბაიჯანელი დრამატურგისა და საზოგადო მოღვაწის მუზეუმი თბილისში, იმ შენობაში მდებარეობს, სადაც ახუნდოვი მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა.

დღის ამბები