16 აპრილი 2024,   21:49
ვრცლად
მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ინკლუზიური თეატრის "კონტაქტი"-ს სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ინკლუზიური თეატრის "კონტაქტი"-ს სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. "ფილოსოფიური ქვა" ასე ქვია წარმოდგენას, რომლის ავტორი და რეჟისორი ირა კოხრეიძეა. 

ინტეგრირებული დასი მაყურებლის წინაშე ამჯერად "ფილოსოფიური სპექტაკლით" წარსდგა. როგორ ეძებს ადამიანი სხვადასხვა ეპოქაში ფილოსოფიურ ქვას, ყველაფრის ცოდნის გასაღებს -  წარმოდგენაში გამოყენებულია თანამედროვე ელემენტები.

მსახიობებისა და სცენაზე არსებული პროექციის ერთობლიობა, მაყურებელს კიდევ უფრო მძაფრად აწვდის რეჟისორის ჩანაფიქრს.

 "ფილოსოფიური ქვა" დასმა 25 რეპეტიციაში დადგა. სპექტაკლი კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიასა და გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. 

დღის ამბები