23 აპრილი 2024,   13:01
ვრცლად
კელი დეგნანი გლობალური პროგრამის სახელწოდებით SHE’s GREAT! ფარგლებში, საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში სასწავლო ფესტივალს დაესწრო

ამერიკის ელჩი იმერეთში იმყოფებოდა. კელი დეგნანი გლობალური პროგრამის სახელწოდებით SHE’s GREAT! ფარგლებში, საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში სასწავლო ფესტივალს დაესწრო.

პროგრამის მიზანია აღმოაჩინოს და გარდაქმნას გენდერული სტერეოტიპები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას. ღონისძიება "გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი აქტივიზმის" ფარგლებში იმართება.

"არაჩვეულებრივ მოსწავლეებს და ახალგაზრდებს შევხვდი. ისინი მუშაობენ ბევრს, ამსხვრევენ სტერეოტიპებს და ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ იმუშაონ ერთად კიდევ უკეთესად. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული პროგრამა," - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

დღის ამბები