27 აპრილი 2024,   04:29
ვრცლად
დეპუტატები იურდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატთა ნაწილს გაესაუბრებიან

დღესვე დეპუტატები იურდიულ საკითხთა კომიტეტზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატთა ნაწილს გაესაუბრებიან. ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში 5 მათგანი მიდის.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მოსმენებში ჩაერთვება და კითხვები, ძირითადად, სასამართლო რეფორმისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოების შესახებ ექნებათ.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ არამოსამართლე წევრების არჩევა კვალიფიკაციის მიხედვით მოხდება.

"მოგეხსენებათ კონკურსში 32 წევრმა მიიღო მონაწილეობა და ჩვენ თითოეულ მათგანს უნდა გავესაუბროთ. მთავარი კრიტერიუმები არის რა საკვირველია კეთილსინდისიერება და კვალიფიკაცია და ჩვენ გვაინტერესებს მათი მოსაზრებები როგორც მართლმსაჯულების მდგომარეობაზე დღეს საქართველოში, ასევე რა გამოწვევების წინაშე არის," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები