27 აპრილი 2024,   03:19
ვრცლად
იდეა, ფანტაზია, ხედვა და შესრულება - ახალგაზრდა არტისტები თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანდნენ

ხელოვნება ჩარჩოებში არ ეტევა - ნამუშევრების საბოლოდ დასასრულებლად კი მხოლოდ ჩარჩოა საჭირო, რომელსაც ახლა ახალგაზრდა არტისტი, მირანდუხტ ღუდუშაური ამზადებს. ნახატების ერთობლიობას ”დღიურები” ჰქვია. საკუთარი ემოციები კი ტილოზე ყოველდღიურად, ჩანახატებით გადააქვს.

იდეა, ფანტაზია, ხედვა და შემდეგ შესრულება - ახალგაზრდა არტისტები თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანდნენ. თავისუფლების და მრავალფეროვნების საშუალება კი მათ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალმა, ”ფესტ ინოვამ” მისცა. არტისტები ფესტივალისთვის ტილოებს და სხვადასხვა ინსტალაციას ქმნიან. ერთ- ერთი ნამუშევარი ვიდეოინსტალაციაა-- ავტორის მუსიკით, ვიდეომასალით და წარწერებით.

დასრულებული ნამუშევრები სამხატვრო აკადემიის სახელოსნოდან, ისტორიულ სარკეებიან დარბაზში გადაინაცვლებს. ფესტინოვა, რომელიც მეთოთხმეტედ ტარდება, წელს ახალი იდეა აირჩია, რომელსაც ახალგაზრდა ხელოვანების ათი ნამუშევარი პასუხობს.

ფესტივალი ძმები ზდანევიჩების სახელობისაა და ძველის და ახლის სინთეზს გულისხმობს. ახლაც, წლების შემდეგ, თანამედროვე ხელოვნება, ისტორიულ სპარსულ ოთახებში გამოიფინება. ფესტინოვა ყარამან ქუთათელაძემ, 14 წლის წინ, არტვილა ვილა გარიყულაში, ახალგაზრდა მხატვრებისთვის დააარსა.

წელს ფესტინოვამ გარიყულადან, სამხატვრო აკადემიაში გადაინაცვლა. მულტიფუნქციური გამოფენა ხვალიდან 17 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

დღის ამბები