27 აპრილი 2024,   04:22
ვრცლად
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურის ტერიტორიაზე გრადის ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები განათავსეს

უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება- დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში  აფეთქებების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი მძიმედ დაშავდა, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

4 ადამიანი დაშავდა რუსული თავდასხმების შედეგად ხარკოვში, რაკეტა კერძო საცხოვრებელ სახლს მოხვდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა 55 ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებების მიმართულებით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკში მდებარე საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე.

კომპანია ენერგო ატომის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურის ტერიტორიაზე, გრადის ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები განათავსეს.


მიკოლაევის ოლქის განთავისუფლებულ დასახლებაში, ნოვო პეტრივკაში რუსული სამხედროების მიერ მოკლული 3 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, ცხედრებს წამების კვალი აღენიშნებათ, ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

დღის ამბები