საქართველოში პირველი "სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი" გამოიცა, რომელიც მიზნად ისახავს როგორც სამეცნიერო, ასევე საგანმანათლებლო მიმართულებით აქტივობების მეშვეობით სოციალურ და პროფესიულ ჯგუფს შორის დიალოგისა და კოოპერაციისათვის საფუძვლის ჩაყრას.
მულტიდისციპლინური პერიოდული გამოცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, "ბიგვავა ბატიაშვილის" იურიდიული ფირმისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით დაარსდა.