"ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ახალ თავმჯდომარეს 28-29 იანვარს აირჩევს. კენჭისყრა ე.წ.-ი ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება - გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს წევრებმა თითქმის 4 საათიანი მსჯელობის შემდეგ ერთხმად მიიღეს.
შეკრებილთა უმრავლესობამ ნიკა მელიას გუნდის მიერ წარმოდგენილ ორივე ინციატივას, ხმის მიცემის სისტემასა და არჩევნების მათ მიერ დასახელებულ თარიღს, მხარი დაუჭირა. საბჭოს გადაწყვეტილებით, კანდიდატთა რეგისტრაცია ხვალ საღამოს 6 საათზე შეწყდება.
პოლიტსაბჭოზე შედგა ე.წ. ჯელტმენური შეთანხმებაც, რომელიც მიხედვითაც, პარტიაში თანამდებობები არ შეცვლილა, თუმცა უფლებები შეეზღუდათ პეტრე ცისკარიშვილსა და ზურა მელიქიშვილს.