15 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას იწყებს

რა პოზიცია აქვს მიხეილ სააკაშვილს საქალაქო სასამართლოში განვითარებულ პროცესებზე- პენიტენციური სამსახურის, ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილება ადვოკატმა ექსპრეზიდენტს უკვე გააცნო. დღეს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს უფლება არ მისცა, ონლაინ დასწრებოდა თავისივე სასამართლო პროცესს.

ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ "ვივამედი" ახლახან დატოვა, ჟურნალისტებთან მან სააკაშვილის პოზიცია გაახმოვანა. 

"დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულზე დავსწრებოდი საკუთარ სასამართლო პროცესს ამიტომ ვიწყებ შიმშილობას. ვაცნობიერებ ყველა რისკს, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების, თუნდაც ონლაინ"- ეს არის მიშას წერილობითი პასუხი ეს არის მიშას სასიკვდილო განაჩენი,"- აღნიშნავს სააკაშვილი მიმართვაში, რომელიც მისმა ადვოკატმა გაასაჯაროვა. 

დღის ამბები