15 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
1 იანვრიდან "ლიბერთი ბანკში" საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მნიშვნელოვნად მცირდება - სიახლე მხოლოდ ახალი წლიდან აღებულ სესხებს შეეხება

1 იანვრიდან პენსიონერებისთვის სესხების დაბალი განაკვეთი იმოქმედებს, თუმცა ეს შეეხება მხოლოდ ახალი წლიდან აღებულ სესხებს და არ გავრცელდება მანამდე აღებულ კრედიტებზე.

ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე მოქალაქეების ლიდერმა ისაუბრა, რომელიც მთავრობასა და ბანკს შორის მოლაპარაკებებშიც იყო ჩართული.

"ახალი წლიდან საპენსიო სესხებზე პროცენტი მცირდება და მცირდება მნიშვნელოვნად, 26%-მდე. ეს შეეხება მხოლოდ 2013 წლის 1 იანვრიდან აღებულ სესხებს. ძველი სესხები იმავე პროცენტით იქნება სამწუხაროდ, ჩვენ ცდას არ ვაკლებთ და ბანკებთან მოლაპარაკებებსაც ვაგრძელებთ," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები