21 აგვისტო 2026,   10:03
ვრცლად
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით „ირიაომ“ გორსა და მარნეულში წინასაახალწლო კონცერტები გამართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით „ირიაომ“ გორსა და მარნეულში წინასაახალწლო კონცერტები გამართა.

21 დეკემბერს „ირიაოს“ სოლო კონცერტი გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, 22 დეკემბერს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“, კომპოზიტორ დავით მალაზონიას ხელმძღვანელობით, წამყვან ქართველ მუსიკოსებს აერთიანებს, რომლებიც ფოლკლორისა და ჯაზის საინტერესო ინტერპრეტაციებს გვთავაზობენ.

დღის ამბები