05 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
1-ლი იანვრიდან ყველა კატეგორიის პენსიონერებისთვისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების პენსია გაიზარდა

1-ლი იანვრიდან ყველა კატეგორიის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა - 70 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის პენსია იქნება 65 ლარით მეტი, ნაკლები ასაკის შემთხვევაში კი მატება 35 ლარია.

შეიცვალა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეების დახმარების ოდენობაც, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების დახმარება 65 ლარით იზრდება, ყველა კატეგორიისთვის კი 35 ლარით.

ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ განსხვავებული მიდგომაა მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებლებისთვის.

"როგორც სოციალური, ასევე სხვა მიმართულებით არის ძალიან ბევრი სიახლე, მათ შორის გამოვყოფდი საპენსიო მიმართულებას, სადაც გვაქვს 65 წელზე მეტი ასაკის პირთა, ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 65 ლარიანი ზრდა. მაღალმთიან რეგიონებში პენსიის მოცულობა 440 ლარამდე იქნება. სხვა  კატეგორიის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 35 ლარით,"-აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, ბოლო ორი წლის განმავლობაშ ეკონომიკურმა მაჩვენებელმა შესაძლებელი გახადა პენსიების მატება. 

"მეორე წელია საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ფიქსირდება. რამაც საშუალება მოგვცა, აღნიშნული წესის მიხედვით მნიშვნელოვნად გაზრდილიყო პენსიები. საქართველოში მოქმედებს პენსიების ინდექსირების წესი, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს პენსიების ზრდის პროგნოზირებადობას,"-აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

დღის ამბები