19 მაისი 2024,   01:11
ვრცლად
თბილისში თოვს და მინუს 3 გრადუსი ყინვაა - უამინდობაა რეგიონებშიც

თბილისში თოვს და მინუს 3 გრადუსი ყინვაა. უამინდობაა რეგიონებშიც. გზებზე შეზღუდვებია. მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ცალკეულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.

მთელი საქართველო ებრძვის უამინდობას, დიდთოვლობას. უკვე მე-4 დღეა რაც ქვეყანაში უხვი ნალექია. რეგიონებში ცენტრალური ქუჩების, ასევე უბნების გაწმენდითი სამუშაოებისთვის ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი დაბალი ხილვადობაა.

"თბილსერვის" ჯგუფის თანამშრომლები უკვე მე-4 დღეა უწყვეტად მუშაობენ, იყრება ტექნიკური მარილიც. დედაქალაქის მასშტაბით ყველა ცენტრალური ქუჩა გაწმენდილია და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ბოლო დღეების განმავლობაში თბილისსა და მის შემოგარენში 1000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილია დაყრილი.

ყველაზე მეტი პრობლემა უამინდობამ კახეთში შექმნა. მეოთხე დღეა თელავში ლიპყინულის და უხვი ნალექის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ ახერხებს.

დღის ამბები