17 მაისი 2024,   10:08
ვრცლად
საქართველოს რაგბის კავშირმა 2022 წლის საუკეთესო მორაგბეები და გუნდები დააჯილდოვა

საუკეთესო მორაგბეები ვასილ ლობჟანიძე და ალექსანდრე თოდუა, საუკეთესო კაპიტანი ეროვნული ნაკრების ლიდერი მერაბ შარიქაძე, საუკეთესო ლეგიონერი დავით ნინიაშვილი. საქართველოს რაგბის კავშირმა სულ ცოტა ხნის წინ 2022 წლის საუკეთესო მორაგბეები და გუნდები დააჯილდოვა.

ქართული სარაგბო ჯილდოს ნომინაციაზე წარდგენილები იყვნენ მწვრთნელებიც და ის მორაგბეებიც რომლებმაც გამოკითხვების შედეგად გასულ სეზონზე საუკეთესო ლელოები დადეს. ჯილდოს გარეშე არ დარჩენილან არც ქალთა და არც შვიდკაცა რაგბის ნაკრების წევრები.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები