სტიქიის გამო დიდია ზარალი გურიაშიც. დაზიანებულია 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი, მოგლეჯილია 50-მდე ხე. მწყობრიდანაა გამოსული ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები. ასევე, დაზიანებულია ეკლესიის და სკოლების შენობები.
შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ინტენსიურად მუშაობენ, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისიაც. მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, გურიაში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საახალწლო ღონისძიებები 15 იანვარს გაიმართება.