19 მაისი 2024,   18:56
ვრცლად
რუსები უკვე ერთმანეთს ღრღნიან იმაზე, თუ ვის უნდა მიეწეროს რაიმე ტაქტიკური წინსვლა, ეს მტრის წარუმატებლობის აშკარა სიგნალია - ვოლოდიმირ ზელენსკი

 უკრაინაში ომის 325-ე დღე ისევ აფეთქებების ფონზე გათენდა. აგრესორი უკრან არ იხევს - მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტისთვის. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს ხარკოვზე. სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტებია. აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეში, ბერდიანსკსა და მელიტოპოლშიც.

ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.

"დონეცკის ოლქისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა გრძელდება ბახმუტისა და სოლედარისთვის, კრემინასთვის, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე სხვა ქალაქებისა და სოფლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მტერმა თავისი უდიდესი ძალების კონცენტრაცია ამ მიმართულებით განახორციელა, ჩვენი ჯარები - უკრაინის შეიარაღებული ძალები - იცავენ სახელმწიფოს.

სრულმასშტაბიანი ომის სამასოცდამეოთხე დღეა და როგორ შეიცვალა მოცემულობები რუსეთისთვის... ისინი უკვე ერთმანეთს ღრღნიან იმაზე, თუ ვის უნდა მიეწეროს რაიმე ტაქტიკური წინსვლა. ეს მტრის წარუმატებლობის აშკარა სიგნალია. და ეს არის კიდევ ერთი სტიმული ყველა ჩვენგანისთვის, რომ მეტი ზეწოლა მოვახდინოთ ოკუპანტზე და უფრო მძიმე დანაკარგები მივაყენოთ მტერს. მადლობა ყველას, ვინც ამას ახორციელებს.

ამ კვირაში მოლაპარაკებების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი პარტნიორების მტკიცე გადაწყვეტილების გამყარება უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდის მიზნით. მაქსიმალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს აისახოს რამშტეინის საავიაციო ბაზაზე მომდევნო შეხვედრის გადაწყვეტილებებში," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები