17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
სეზონური გრიპის შემთხვევების რაოდენობა საქართველოში პიკს აღწევს - როდემდე შენარჩუნდება პიკური მაჩვენებლები

სეზონური გრიპის შემთხვევების რაოდენობა საქართველოში პიკს აღწევს. ქვეყანაში დომინანტი A ტიპის H1 ე.წ. ღორის გრიპი და ჰონკონგის ვირუსი - H3N2ია. მედიკოსები პიკური მაჩვენებლის შენარჩუნებას მარტის ბოლომდე პროგნოზირებენ.

საავადმყოფოებში მისული მოქალაქეების 30 პროცენტს სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება. რისკის ქვეშ არიან მცირეწლოვნები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები. მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

მაღალი ტემპერატურა, თავის და ყელის ტკივილი, ე.წ ჰონკონგის ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. გართულების შემთხვევაში ვითარდება ფილტვების ანთება. სპეციალისტები შემთხვევის მატების ერთ-ერთ მიზეზად გაზრდილ მობილობასაც ასახელებენ.

სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები