19 მაისი 2024,   20:21
ვრცლად
რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტმზიდების რაოდენობა სამამდე გაზარდა

რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტმზიდების რაოდენობა სამამდე გაზარდა. მანამდე, 28 იანვარს, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ხელმძღვანელობაში განაცხადეს, რომ შავ ზღვაში საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფება 14 რუსული გემი, მათ შორის ფრთოსანი რაკეტა "კალიბრით" აღჭურვილი 2 ორი რაკეტმზიდი. 

საერთო ჯამში მათ თითო ზალპში დაახლოებით 12 რაკეტა აქვთ. 26 იანვრის დილით რუსეთის არმიამ უკრაინაზე მორიგი მასობრივი სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის დროს რუსეთმა 55 საჰაერო და საზღვაო რაკეტები გაუშვა, შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა 47 მათგანი გაანადგურეს.

დღის ამბები