სააპელაციო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება გამოაცხადა - პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელი დარჩა.
მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი კავილაძეს და აკო ჭელიძეს 16 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება აპრილში მიიღო და დაკავებულები დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. გადაწყვეტილება მოგვიანებით ადვოკატებმა მომდევნო ინსტანციაში გაასაჩივრეს.
2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.
მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.