15 ნოემბერი 2024,   06:15
ვრცლად
ირაკლი კობახიძე რუსეთის მხრიდან ფრენების შესაძლო აღდგენაზე: რასაც დასჭირდა თავის დროზე ცალმხრივი გადაწყვეტილება 2019 წელს, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს

"რასაც დასჭირდა თავის დროზე ცალმხრივი გადაწყვეტილება 2019 წელს, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს. იმას სჭირდება ასევე ცალმხრივი გადაწყვეტილება 2023 წელს. აქედან გამომდინარე, რაღაც ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია," - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, თუ არის ცალმხრივი გადაწყვეტილება მიღებული, მათივე გადასაწყვეტია ცალმხრივად რას გააკეთებენ.

"თუ არის ცალმხრივი გადაწყვეტილება მიღებული, მათივე გადასაწყვეტია ცალმხრივად რას გააკეთებენ. ჩვენ ერთადერთი ვაფიქსირებთ პოზიციას, რომ მისასალმებელი იქნება ჩვენი თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე მათი მხრიდან ცალმხრივი სანქციის მოხსნა. ორმხრივი ვერ იქნება ეს გადაწყვეტილება. ეს არის ცალმხრივი სანქცია რომელიც თავის დროზე დაწესდა, სანქციის მოხსნაც იქნება, რა თქმა უნდა, ცალმხრივი გადაწყვეტილება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები