27 აპრილი 2024,   08:22
ვრცლად
ჩინური სათვალთვალო ბუშტი ლათინური ამერიკის საჰაერო სივრცეშიც შენიშნეს - პენტაგონი

გვაქვს ინფორმაცია, რომ ლათინური ამერიკის საჰაერო სივრცეში, საჰაერო ბუშტი მოძრაობს. ჩვენი შეფასებით, ეს კიდევ ერთი ჩინური სათვალთვალო ბუშტია - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა.

რატომ არ ჩამოაგდო შეერთებულმა შტატებმა საეჭვო ჩინური  ბუშტი - ამაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და  ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წარმომადგენლებმა ვარიანტები განიხილეს, თუმცა, როგორც მათ სამხედროებმა ურჩიეს, ბუშტის ჩამოგდება, ნამსხვრევების რისკის გამო, შესაძლოა სახიფათო ყოფილიყო. თუმცა, შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს. 

ბაიდენს მის შესახებ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიან. 

დღის ამბები