25 აპრილი 2024,   20:58
ვრცლად
ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი მესამე ვადით აირჩიეს. 

„სპორტალის“ ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობაზე კობიაშვილს მხარი 28 დელეგატმა დაუჭირა.

მორიგი საარჩევნო ყრილობა 2027 წელს გაიმართება.

დღის ამბები