25 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
5 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რაგბი ევროპის 2023 წლის გათამაშებაზე პირველ შეხვედრას გამართავს

5 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რაგბი ევროპის 2023 წლის გათამაშებაზე პირველ შეხვედრას გამართავს.

ბორჯღალოსნები ავჭალის სტადიონზე გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. გერმანიის წინააღმდეგ ბორჯღალოსნებს ამ დრომდე 8 შეხვედრა აქვთ გამართული. ყველა შემთხვევაში გამარჯვება ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს.

ეროვნულ ნაკრებს იძულებითი პაუზის შემდეგ, დავით ნინიაშვილი დაუბრუნდა. გერმანიის წინააღმდეგ, ვერ ითამაშებს მერაბ შარიქაძე.

საქართველოსა და გერმანიის სარაგბო დაპირისპირება ავჭალის სარაგბო სტადიონზე 13 საათზე დაიწყება.

დღის ამბები