15 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან მისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესები დასასრულს უახლოვდება - დღეს მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან მისგან გათავისუფლების შესახებ მიმდინარე სასამართლო პროცესები დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც, მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იმედოვნებს, რომ გიორგი არევაძე ზეწოლას გაუძლებს და მისი განაჩენი სამართლიანი იქნება.

საპირისპირო მოლოდინი აქვს პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატს. გელა ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლემ არ უნდა დააკმაყოფილოს მსჯავრდებული პრეზიდენტის მხარის მოთხოვნა.

სასამართლო პროცესი, ამჯერადაც,"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა და ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერთა აქციის ფონზე ჩაივლის.

დღის ამბები