26 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
სირიაში ნანგრევებში მოყოლილმა ქალმა იმშობიარა (VIDEO)

6 თებერვალს სირიის ალეპოში, მიწისძვრის შემდეგ ნანგრევების ქვეშ, ბავშვი დაიბადა. დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მშობიარობისთანავე გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი Mash იტყობინება.

ქსელში მოხვედრილ კადრებში ჩანს, რომ მაშველებს ბავშვი ნანგრევებიდან ამოჰყავთ. ახალშობილის სხეულზე ხილული დაზიანებები არ აღენიშნება. მისი მდგომარეობის შესახებ დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად 4300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 17000-ზე მეტი კი დაშავდა. 

7,8 მაგნიტუდის ბიძგები - ყველაზე ძლიერი ქვეყანაში 1939 წლის შემდეგ - დაიწყო 6 თებერვალს გამთენიისას. რამდენიმე საათის შემდეგ კიდევ ერთი მიწისძვრა 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის თურქეთის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა.

დღის ამბები