15 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, ჯემალ ღაღანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთაველის თეატრში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ღაღანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

ჯემალ ღაღანიძე 1956 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. მან არაერთი სახასიათო პერსონაჟი შექმნა ქართულ კინოში, მონაწილეობდა ტელესერიალებში. 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის ვარსკვლავი. მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო, იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.

პრემიერ-მინისტრთან ერთად სამოქალაქო პანაშვიდზე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი იმყოფებოდნენ.

დღის ამბები