05 მაისი 2024,   00:34
ვრცლად
გაზიანთეფში, ნანგრევებში საქართველოს მოქალაქეა მოყოლილი - ოჯახი დახმარებას ითხოვს

თურქეთში, გაზიანთეფში ნანგრევებში საქართველოს მოქალაქეა მოყოლილი. 

ციცო პაკელიანის ოჯახი დახმარებას ითხოვს. 

მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ოჯახთან კონტაქტი მიწისძვრის შემდეგ არ ჰქონია.

ოჯახის ცნობით - ქალის სავარაუდო მისამართი არის - Atatürk mahallesi.Naci Topçuoğlu caddesi. Pamukkale sitesi a blok.

ოჯახმა დახმარების თხოვნით უკვე მიმართა თურქეთში საქართველოს საელჩოს.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები